18 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
საპარლამენტო თანამდებობებზე შერჩეული პირების ვინაობა ორშაბათს გახდება ცნობილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არ აკონკრეტებს, თუ ვინ დაიკავებს ვაკანტურ საპარლამენტო თანამდებობებს, რომელიც მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც 14 ნოემბრის კენჭისყრის შემდეგ პროტესტის ნიშნად 12-მა დეპუტატმა დატოვა.

"ჩვენ მოვახდენთ, რა თქმა უნდა, პარლამენტში ჩვენი გუნდის სწრაფად გადაწყობას. თითქმის დასრულებულია ამაზე პოლიტიკური კონსულტაციები. ამ დღეების განმავლობაში გვექნება უმრავლესობის სხდომა და მედიას და საზოგადოებას საბოლოო გადაწყვეტილებას გაგაცნობთ. არაუგვიანეს ორშაბათისა, გეცოდინებათ ყველა ძირითად პოზიციაზე შერჩეული ადამიანი. გამოცდილი, პროგრესული ადამიანები, მათ შორის ახალგაზრდა პოლიტიკოსები წინაურდებიან ძალიან მნიშვნელოვან პოზიციებზე,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები