18 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
ეს არ არის ჯილდო, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა - ნინო წილოსანი კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენაზე

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი, რომელიც მმართველმა გუნდმა გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ წარადგინა, პოსტზე დანიშვნას დაწინაურებად არ მიიჩნევს.

როგორც წილოსანი აცხადებს, ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

"კომიტეტის თავმჯდომარეობა არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ამას არანაირად არ განვიხილავთ, როგორც დაწინაურებას ან რაიმე სხვა ჯილდოს," - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ნინო წილოსანი ერთ-ერთია იმ მაჟორიტარ დეპუტატებს შორის, რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონროექტს მხარი არ დაუჭირეს.

 

დღის ამბები