18 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
საუკეთესო იქნება თუ პარლამენტში ნაციონალების ადგილს დაიკავებენ ისინი, ვისაც ეკლესია უყვარს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საუკეთესო იქნება თუ მომავალ პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ვერ მოხვდებიან და მათ ადგილებს ისეთი პოლიტიკოსები დაიკავებენ, რომლებსაც ეკლესია უყვართ:

"ქვეყნისთვის იქნება საუკეთესო გამოსავალი, თუ შემდეგ პარლამენტში არ იქნება არც ერთი ნაციონალი და მათ ადგილებს დაიკავებენ კონსტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები და ისეთი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, რომლებსაც უყვართ ქვეყანა, უყვართ ეკლესია,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები