18 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის პირობები გამარტივდა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

როგორი იქნება შეწყალების ახალი წესი - პრეზიდენტმა ცვლილებებზე მუშაობა დაასრულა, ახალი წესის თანახმად, დადგინდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალების კრიტერიუმები, გამარტივდა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა საქმეების განხილვის პირობები. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს.

კონკრეტულად რას გულისხმობს ახალი წესი, ჯერჯერობით, უცნობია. ასევე დაკონკრეტებული არ არის, რის მიხედვით შეიწყალებს პრეზიდენტი პატიმრებს.

ამ დროისთვის, კონკრეტული ბრძანებულება ჯერ გამოქვეყნებული არ არის. შესაბამისად, უცნობია, როდის აპირებს პრეზიდენტი მორატორიუმის გაუქმებას და ასევე, როდის შეიწყალებს ის პატიმრებს.  

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, შეწყალების აქტი ჰუმანურ მიდგომას დაეფუძნება.  

დღის ამბები