საქართველო პირველად ისტორიაში ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. 6 თვით თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში, რამდენიმე საათში დაიწყება. საგანგებოდ ცერემონიაზე დასასწრებად სტრასბურგში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ საქართველო ამ საპასუხისმგებლო პოსტს თავს წარმატებით გაართმევს.