18 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" წევრები კომიტეტებს ტოვებენ

"ევროპული საქართველოს" წევრები კომიტეტებს ტოვებენ. გადაწყვეტილების შესახებ ფრაქციის წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს. 

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, პროტესტს გააგრძელებენ და ხელისუფლების წევრებს მაქსიმალურ დისკომფორტს შეუქმნიან.

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ კახიძის თქმით, პარლამენტში რჩებიან და ტრიბუნას საკუთარი პროტესტის დასაფიქსირებლად მაქსიმალურად გამოიყენებენ.  

"პარლამენტს  არ ვტოვებთ, ჩვენ დავტოვეთ კომიტეტები. საპარლამენტო თანამდებობები  ისედაც არ გვეკავა, თანამდებობა მათ აქვთ და მოახმაროთ მშვიდობაში. აქ ის არის მთავარი, რომ ჩვენ საპარლამენტო ტრიბუნას, დეპუტატის მანდატს, დეპუტატის საშვს გამოვიყენებთ იმისთვის, რისთვისაც ეს მანდატი მივიღეთ - ვაჩვენოთ ხელისუფლების ნამდვილი სახე. ეს არის "ევროპული საქართველოს" და დემოკრატიული ოპოზიციის ამოცანა, რომ საზოგადოებას აჩვენოს, ეს ხელისუფლება არის უვარგისი, რომ არანაირი სიკეთის მოტანა არ შეუძლიათ და უნდა ჩავანაცვლოთ ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიიღოს ქვეყანამ," - განაცხადა ოთარ კახიძემ. 

დღის ამბები