18 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
კახა კალაძემ ყველაზე კარგად იცის, რას ელიან მისგან თბილისელები - გახარია კალაძის საქმიანობის ანგარიშზე

დედაქალაქის მერის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენას პრემიერ-მინისტრიც დაესწრო.

გიორგი გახარიას თქმით, დედაქალაქის თითოეული მაცხოვრებელი გრძნობს, როგორ ვითარდება და უფრო მეტად ევროპული ხდება თბილისი. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე ქალაქის წინაშე აღებულ ვალდებულებებს სრულად შეასრულებს.

"შესანიშნავი ღონისძიება იყო, დამადასტურებელი იმის, რამდენად ეფექტურად მუშაობს დღეს მერია. მნიშვნელობა აქვს არა პროექტების პრეზენტაციას, არამედ იმას, რომ თბილისის თითოეული მოქალაქე გრძნობს, როგორ იქმნება, როგორ ვითარდება და უფრო ევროპული ხდება ეს ქალაქი.

დარწმუნებული ვარ, კახა კალაძემ ყველაზე კარგად იცის, რას მოელიან თბილისელები მისგან და დარწმუნებული ვარ, ის სრულად შეასრულებს იმ ვალდებულებას, რომელიც გააჩნია ქალაქის წინაშე," - აღნიშნა გახარიამ.

დღის ამბები