"ნაცმოძრობა თუ არ იქნება წარმოდგენილი შემდეგ პარლამენტში, ეს იქნება იდეალური ქართული დემოკრატიის სტაბილური განვითარებისთვის," - ასე აფასებს ირაკლი კობახიძე "ევროპული საქართველოს" წევრების მიერ კომიტეტების დატოვებას.
კობახიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან აფელირებული პარტიები კრიზისში შევიდნენ, საიდანაც გამოსავალს ვერ პოულობენ.
"ნაციონალური მოძრაობის" და მისი თითოეული განშტოების ყოველი ნაბიჯი იმ კრიზისის გამოხატულებაა, რომელშიც დღეს ნაცმოძრაობაა ჩავარდნილი. თუნდაც ეს გადაწყვეტილება თანამდებობთან დაკავშირებით.
ისინი არიან კრიზისში, ვერ პოულობენ გამოსავალს ამ კრიზისიდან და ალბათ საბოლოო ჯამში მოუწევთ რაღაც გადაწყვეტილებების მიღება. რეალურად, ვხედავთ, რომ არა მხოლოდ მათი ეს დესტრუქციული ქმედებებია მილევად რეჟიმში, არამედ ზოგადად ნაცმოძრობა, როგორც პოლიტიკური ძალა არის მილევად რეჟიმში. ნაცმოძრობა თუ არ იქნება წარმოდგენილი შემდეგ პარლამენტში, ეს იქნება იდეალური ქართული დემოკრატიის სტაბილური განვითარებისთვის," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.