"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეჩერებას ივანიშვილის დაკვეთად მიიჩნევს.
ბოკუჩავამ გაიხსენა დღევანდელი დღის სხვადასხვა ეპიზოდი და მმართველი გუნდის წევრების ქმედებებს "სამარცხვინო" უწოდა.
"რა მოლოდინი უნდა მქონდეს მონებისგან, რომლებიც ივანიშვილის მონურ მორჩილებაში არიან. ასეთი დაკვეთა მიიღეს ივანიშვილისგან, რომ სრულიად უსაფუძვლოდ შეუჩერონ ნიკა მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და, დარწმუნებული ვარ, რომ ამ დავალებას იგივე მონური მორჩილებით შეასრულებენ, როგორც აქამდე ასრულებდნენ. მაგალითად, როდესაც ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნეს, მისი დაკავების მიზნით, მერე კი ერთ ღამეში გადაიფიქრა ივანიშვილმა და სრულიად სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის დეპუტატები, რომლებმაც კენჭი უყარეს ნიკასთვის იმუნიტეტის მოხსნას.
სირცხვილია რაც დღეს მოხდა, ვნახეთ დაჩი მონა ბერაია როგორ დაესხა თავს ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარეს რომან გოცირიძეს, ჟურნალისტებს სცემენ და კომიტეტის ოთახიდან გაყავთ ძალადობით, 10 ადამიანია დაჭერილი, მათ შორის ოპოზიციური ლიდერები, სრული აბსურდია. ტრაგიკომედიაში ვცხოვრობთ,"-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.