ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, ღამის განმავლობაში რაიმე გართულებას ადგილი არ ქონია. ამის შესახებ განცხადება მისმა მკურნალმა ექიმმა გააკეთა:
"ღამის განმავლობაში რაიმე გართულებას ადგილი არ ქონია, უტარდება დაგეგმილი მოცულობის მკურნალობა და მეთვალყურეობა. არსებითი ცვლილებები არ გახლავთ, დაახლოებით იგივე სიმძიმის პაციენტად რჩება, როგორიც იყო წინა ეტაპზე,"- აცხადებს ექიმი.
ცოტნე გამსახურდია ვერაზე საკუთარ სახლთან 19 დეკემბერს დაჭრეს, მას ბასრი საგნით რამდენიმე მძიმე ჭრილობა მიაყენეს, რის გამოც მას გადაუდებელი ოპერაციები დასჭირდა.
განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.