მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ვარაუდობს, რომ ცოტნე გამსახურდიას თავს გაცილებით მეტი ადამიანი დაესხა, ვიდრე ამას საგამოძიებო ორგანოები აცხადებენ. ხაზარაძის თქმით, გამორიცხულია, რომ კარგ სპორტულ ფორმაში მყოფ ცოტნე გამსახურდიას 1-2 ადამიანი მორეოდა.
"თბილისში სადაც ამდენი კამერა და პოლიციელია ეს არ უნდა ხდებოდეს. ცოტნე არის ძალიან სპორტული აღნაგობის, ის ვარჯიშობდა, მე მას სულ რაღაც ერთი კვირის წინ შევხვდი და ვარჯიშიდან იყო გამოსული, ვისაუბრეთ და ძალიან მაგარ სპორტულ ფორმაში იყო, მე გამოვრიცხავ, რომ ერთი ან თუნდაც ორი ადამიანი მას მოერეოდა,"- განაცხადა ხაზარაძემ.