ცოტნე გამსახურდიას მეგობარი ვატო გელაშვილი არ გამორიცხავს, რომ თავდასხმა შესაძლოა ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას უკავშირდებოდეს. გელაშვილის თქმით, ცოტნე გამსახურდიას ამის შესახებ მეგობრებთან არაერთხელ უსაუბრია.
"ცოტნემ არაერთხელ აღნიშნა ჩემთანაც, სხვა ახლო მეგობრებთანაც ის, რომ ზვიად გამსახურდიას საქმე არ სურს გამოიძიოს არც ამ ხელისუფლებას და არც რუსეთის სპეცსამსახურებს, მას ეჭვი ჰქონდა რომ მასზე მოხდებოდა თავდასხმა და მას ეჭვი ჰქონდა, რომ მისი ლიკვიდაცია შეიძლება დაგეგმილიყო," - აცხადებს ვატო გელაშვილი.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია ვერაზე საკუთარ სახლთან 19 დეკემბერს დაჭრეს, მას ბასრი საგნით რამდენიმე მძიმე ჭრილობა მიაყენეს, რის გამოც მას გადაუდებელი ოპერაციები დასჭირდა.
განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ამ საქმეზე 5 პირია დაკავებული.