14 ივლისი 2024,   15:47
ვრცლად
1 გარდაცვლილი და 22 დაშავებული - თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი ავარიაში მოყვა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში.

ილგაზის რაიონში ავტობუსი, რომელიც თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით მოძრაობდა, სატვირთო ტრაილერს შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, 31 მგზავრიიდან უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა. 22-მა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან 4-ის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

რაც შეეხება გარდაცვლილს, ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, დაღუპული, საქართველოს მოქალაქეა, თუ არა. ავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, კომპანია "აკ კარადენიზს" ეკუთვნის.

 

დღის ამბები