22 დეკემბერი 2024,   15:04
ვრცლად
კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად ეფექტურად უპასუხოს გამოწვევას - გახარია

კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად, შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა უწყებებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა. 

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის ეფექტური ნაბიჯები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების თვალსაზრისით გადადგა. ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით მაკოორდინებელი ორგანოა და უწყებებს მინდა ვთხოვო, რომ შესაბამისი ქმედებები სრულად ჰქონდეთ კოორდინირებული ჯანდაცვის სამინისტროსთან.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დროებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტის და შესაბამისად, ეს იყო ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, რომელიც დღეს შეგვეძლო გადაგვედგა, თუმცა ჯანდაცვის სისტემა დღეს სრულად არის მზად, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში გამოვლინდება მსგავსი ვირუსი შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები