თელავის რაიონულ სასამართლში, პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებში ბრალდებული, არბი ქავთარაშვილის და რუსლან ხანგოშვილის საქმის არსებითი განხივლა გაიმართა.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ ორი მტკიცებულების უდაოდ ცნობა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგნენ.
გვარებს შორის დაპირისპირება პანკისის ხეობაში 2019 წლის 27 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც ორმხრივი სროლის შედეგად 37 წლის ვისო მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი მძიმედ დაიჭრა.