18 ნოემბერი 2024,   09:26
ვრცლად
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" თბილისის ზღვაზე ჯებირების და გამაფრთხილებელი წარწერების გაკეთებას ითხოვს

კამპანიას სახელწოდებით "იცურე მშვიდად" "ლელო საქართველოსთვის" შეუერთდა და თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ე.წ. "მკვლელი ჩანჩქერის" პლობლემური საკითხები განიხილეს.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი, რომლის 16 წლის შვილიც რამდენიმე წლის წინ ამ ტერიტორიაზე დაიღუპა, თბილისის მერიისგან ჯებირებისა და გამაფრთხილებელი წარწერების გაკეთებას ითხოვს.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სიცოცხლისთვის საშიში ე.წ. "სიკვდილის ზონების" დათვალიერება და პრობლემის ახლოდან გაცნობა.

 

დღის ამბები