პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ მოდელს ეხმაურებიან.
ბექა ნაცვლიშვილის თქმით, მისთვის მისაღებია მაჟორიტარების რაოდენობის შემცირება. გედევან ფოფხაძე კი ამბობს, რომ პროპორციული არჩევნების მიმართულებით პოლიტიკურმა სპექტრმა გაუმჯობესებაზე უარი არ უნდა თქვას.
"სოციალ-დემოკრატების" წევრის გია ჟორჟოლიანის აზრით კი 40 პროცენტიანი შეზღუდვა მთავრობის ფორმირებისთვის აუცილებელია.