18 მაისი 2024,   17:09
ვრცლად
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ალზასელი დეპუტატი, 68წლის ჟან ლუკ რეიტზერი, კორონავირუსის დიაგნოზით ქალაქ მიულუზის საავადმყოფოში მოათავსეს.

მის მდგომარეობას ექიმები სერიოზულად აფასებენ. მან ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა ბოლოს 25 თებერვალს მიიღო.

მიულუზის რეგიონი საფრანგეთში კორონავირუსის კერად ითვლება, რადგან კორონავირუსის რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდა თებერვალში, ამ ქალაქში გამართული ევანგელური შეკრების შემდეგ, სადაც 2000 ათასზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი.

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის რიჩარდ ფერანდის თქმით, შეტყობინება უკვე გაეგზავნათ იმ დეპუტატებს, რომლებთანაც შესაძლოა ჟან ლუკ რეიტზერს ახლო კონტაქტი ჰქონოდა.

დღის ამბები