"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის პრობლემას ვერც 110/40 და 120/30 შეფარდებებში ხედავს და ვერც საერთოდ პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში.
კახა კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია შეთანხმება მოხდეს არა მხოლოდ ოპოზიციასთან, არამედ "ქართული ოცნების" გუნდის იმ წევრებთანაც, რომლებიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეწინააღმდეგებოდნენ.
"მე საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას 110/40-ზე იქნება თუ 120/30-ზე, თუ საერთოდ იქნება პროპორციული არჩევნები, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გუნდში იყო ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საარჩევნო სისტემის ცვლილებას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გუნდშიც უნდა მოხდეს შეჯერება და კონსენსუსი," - განაცხადა კახა კალაძემ.