"თავისუფალი და აქტიური მედია, ეს არის ამერიკის ფუნდამენტური ფასეულობა, რომელიც არ განიცდის პოლიტიკურ ზეწოლას " - ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორრის კონსესუსის აუცილებლობის გარდა მედიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
კელი დეგნანმა განსაკუთრებით კი, მედიისა და ჟურნალისტების პასუხისმგებლობაზე გააკეთა აქცენტი, მისი თქმით ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს თვითრეგულაცია, მკაცრად იცავდეს ეთიკის კოდექსს და არ იქცეს ამა, თუ იმ პოლიტიკური პარტიის სპიკერად.
"ერთ-ერთი პირველი შეხვედრა, რომელიც მქონდა ეს იყო მრგვალი მაგიდა სხვადასხვა მედიის წარმომადგენელთან, რადგან ვთვლი, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ დემოკრატიის სამ საყრდენს - აღმასრულებელ შტოს, კონგრესის საკანონმდებლო შტოსა და სასამართლოს. მაგრამ არის მეოთხეც, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ეს არის მედია. მე თავად ვიყავი ჟურნალისტი, ვიდრე დიპლომატი გავხდებოდი და ამ პროფესიას ნამდვილად ვაფასებ. ამერიკის ფუნდამენტური ფასეულობაა თავისუფალი და აქტიური მედია, რომელიც არ განიცდის პოლიტიკურ ზეწოლად. ეს ცენტრალური საკითხია საქართველოსათვის.
მეორე მხარე ისაა, რომ მედია უნდა ახდენდეს თვითრეგულაციას ეთიკის კოდექსით. შტატებში უმეტესად ასეა. მკაცრად უნდა იცავდეს ჟურნალისტი ეთიკის საკითხებს და არ უნდა იქცეს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სპიკერად. მე ჩართული ვარ ამ საკითხებში და მსურს კიდევ უფრო ჩავერთო. შემაშფოთებელია როდესაც მედიის მისამართით გარკვეულ ზეწოლას მესმის საუბარი. დეტალურად არ ვიცი ეს საკითხი და დეტალურად ვერც ჩავუღრმავდები. ჩვენ შტატებსა და მთელს მსოფლიოში აქტიურად ვებრძვით დეზინფორმაციის გავრცელებას. ვცდილობთ მოვიფიქროთ როგორ მიიღოს საზოგადოებამ ზუსტი ინფორმაცია," - განაცხადა კელი დეგნანმა "რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.