18 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
პრეზიდენტის მზაობა გიგი უგულავას შეწყალებასთან დაკავშირებით, მე როგორც ვხვდები არის - გიორგი ვაშაძე

პარტია "ახალი საქართველოს" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ითვალისწინებს როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ასევე პროპორციულთან მიახლოებულ საარჩევნო სისტემას.

ვაშაძის თქმით, ხელისუფლებამ მზაობა გამოთქვა, რათა ყველაფერი უახლოეს მომავალში მოხდეს.

"პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. რა თქმა უნდა, შეიძლება ვერ შევთანხმდეთ სახელწოდებებში, ისინი თვლიან თუ არა პოლიტპატიმრებად, მაგრამ ისინი უნდა გათავისუფლდნენ და ამის კონკრეტულ მექანიზმზე იყო საუბარი. "ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია, რომ ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში მოხდეს.

პროკურატურის შუამდგომლობა ან სხვა მექანიზმი, რომ აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს თამლიანს, ოქრუაშვილს და რურუას. მეორე მხრივ, გიგი უგულავასთან დაკავშირებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეწყალების მექანიზმი. პრეზიდენტის მზაობა, მე როგორც ვხვდები, არის ამასთან დაკავშირებით," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია, მხარეებმა მემორანდუმს ხელი დღეს მოაწერეს. 

დღის ამბები