18 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
პარლამენტი შესაძლოა კარანტინის რეჟიმზე გადავიდეს - დეპუტატები დისტანციური მუშაობის საკითხს განიხილავენ

როგორ იმუშავებს საკანონდებლო ორგანო იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - პარლამნეტის პლენარულ სხდომაზე კანონმდებლები შესაძლო სცენარს განიხილავენ.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით,  შესაძლოა პარლამენტი საკარანტინო რეჟიმზე გადავიდეს. თალაკვაძემ ასევე დისტანციურად მუშაობის ტექნიკურ უზრუნველყოფაზე ისაუბრა.

"მე სუბიექტურად დარწმუნებული ვარ, რომ დღეს, თუ არა ხვალ, ზეგ, აუცილებლად, პარლამენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ელექტორნული პროცესს შემოიტანენ გადაწყვეტილების მიღებაში. რა თქმა უნდა, მან მთლიანად არ უნდა ჩაანაცვლოს პარლამენტი და ვერც ჩაანაცვლებს. ვეთანხმები იმ კლასიკას, რომ პარლამნეტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი არის ის, რომ ჩვენ ვიკრიბებით და ვმსჯელობთ. თუმცა ეს არის რეალური შემთხვევა, როდესაც არც საგანგებო სიტუაცია არის დღეს გამოცხადებული, მაგრამ ქვეყანაში არის რეალურად ვითარება, სადაც პარლამენტი ნებისმიერ მომენტში ხვალ, ზეგ შეიძლება გადავიდეს კარანტინის რეჟიმში და ჩვენ შეკრება ვერ შევძლოთ. ეს შეიძლება ერთმა ან ორმა დადასტურებულმა შემთხვევამ გამოწვიოს. შესაბამისად შეკრების შესაძლებლობას ჩვენ ვიქნებით მოკლებული ისე, რომ საგანგებო მდგომარეობა ჯერ არ არის გამოცხადებული. ამიტომ ეს ლოგიკაც უნდა გავითვალისწინოთ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები