18 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
შესაძლოა საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად, ქვეყანაში დამატებითი ზომები ამოქმედდეს

შესაძლოა საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად, ქვეყანაში დამატებითი ზომები ამოქმედდეს.

საკითხი პრემიერმა ძალოვანი უწყებების პირველ პირებთან გამართულ საგანგებო შეხვედრაზე განიხილა.

ქვეყანა უსაფრთხოების ნორმებს ყოველდღიურ რეჟიმში ამკაცრებს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დილიდან შეხვედრებს მართავს. მთავრობის მეთაურმა მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ სრულდება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი აცხადებს, რომ იარსებებს ერთგვარი პლატფორმა, სადაც ყველა ის საჭიროება შეგროვდება.

"ვაკეთებთ ერთგვარ პლატფორმას, სადაც შეგროვდება ყველა ის საჭიროება, რომელიც არსებობს და რომლის იდენტიფიცირებასაც ვახდენთ შესაბამისი მიმართულებების მიხედვით. შემდგომ ამ უკუკავშირს ვაკეთებთ ბიზნესთან და ისინი თავიანთი შესაძლებლობების მიხედვით, რესურსებს კონკრეტული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიმართავენ," - განაცხადა საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა. 

დღის ამბები