18 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, მთავრობის დასაბუთებულ მოთხოვნას ექნება პარლამენტის მხარდაჭერა - არჩილ თალაკვაძე

გამოცხადდება თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, ეს საკითხი პარლამენტში უკვე იქცა განხილვის თემად. უმრავლესობაში ამბობენ, რომ დამატებითი ზომების გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ამ ეტაპზე მმართველ გუნდში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროებას ვერ ხედავს.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მთავრობის დასაბუთებულ მოთხოვნას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება:

"საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, მთავრობის დასაბუთებულ მოთხოვნას, რა თქმა უნდა, ექნება პარლამენტის მხარდაჭერა. ჩვენ ამ მომენტისთვის ეფექტურად ვუმკლავდებით ვირუსის გავრცელების შეკავებას. საზოგადოების და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში, ვინაიდან შეიძლება 2-3 მოქალაქის მხრიდან სარისკო ან უპასუხისმგებლო ქცევამ ექიმების და ჯანდაცვის სამსახურების ძალისხმევას შეუქმნას საფრთხე," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები