კორონავირუსის გამო მოსახლეობისთვის კომუნალური ვაუჩერების დარიგების ინიციატივით გამოდის "ნაციონალური მოძრაობა".
პარტიაში ამბობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა და უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების გამო კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი.
ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას მიმართავს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო თანხა გამოიყოს და კომუნალური გადასახადის საშეღავათო ოთხ თვიანი პროგრამა დიწყოს.
"უნდა შეიქმნას კომუნალური ვაუჩერი თვეში 100 ლარის ოდენობით. 4 თვის განმავლობაში თითოეულმა ოჯახმა უნდა მიიღოს 400 ლარი, სხვადასხვა სახის კომუნალური გადასახადების დასაფარად.
ეს არ არის დიდ ფინანსებთნ დაკავშირებული, მას სჭირდება დაახლოებით 25 მილიონი ლარი, რომლის გამოძებნაც დღეს ბიუჯეტში ელემენტარული ეკონომიის შედეგად შეიძლება,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.