18 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებისკენ მოუწოდებს

"ახალი საქართველო" ხელისუფლებას ორი მიმართულებით მუშაობისკენ მოუწოდებს. გიორგი ვაშაძის თქმით ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ბიზნესზე ინკასოს დადება უარყოფითად აისახება და ამისგან ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს. რაც შეეხება ვირუსის გავრცელებას, ვაშაძე მთავრობას სწრაფი ტესტების რეჟიმზე გადასვლას მოუწოდებს:

"მთავარი პრობლემა არის, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით სწრაფი ტესტები ვერ კეთდება. ბიუროკრატიული პროცედურიდან გამომდინარე 5 კომპანიას უარი უთხრეს ტესტების შემოტანასთან დაკავშირებით,"- განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები