18 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
ჩვენი რეაქცია არ უნდა იყოს არც შიში, არც პანიკა, ქვეყანა მზადაა ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს - გიორგი გახარია

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გამართული უსაფრთხოების საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე,  საქართველოს პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ  ქვეყანა დღეს მზად არის, რომ ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს. გახარიას თქმით, გლობალური გამოწვევის წინაშე მოქალაქეების რეაქცია არ უნდა იყოს შიში და პანიკა.

"რაც მთავარია, მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, ეს არის გლობალური გამოწვევა, რომელზეც ჩვენი რეაქცია არ უნდა იყოს არც შიში, არც პანიკა. ჩვენი რეაქცია უნდა იყოს ძალზედ თამამი და ძალზედ ეფექტური. მე მინდა, ასევე გითხრათ, რომ მთელი დღის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შეხვედრები, როგორც სპეციალური უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, კერძო სამედიცინო სექტორთან, რომლის მზაობაც, ვირუსის წინააღმდეგ, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანა დღეს მზად არის იმისათვის, რომ ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები