საქართველოს მთავრობის და "ფეისბუქის" ადმინისტრაციას შორის აქტიური თანამშრომლობის შედეგად, სოციალურ ქსელ "ფეისბუქს" დაემატა გრაფა - "ახალი კორონავირუსი და მასშტაბური ღონისძიებები", სადაც განთავსებულია ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ www.StopCoV.ge-თან დაკავშირებით.
"ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქების დროს მასშტაბური ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელეთ საქართველოს მთავრობის პლატფორმაზე გამოქვეყნებული მითითებებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე www.StopCoV.ge ," - აღნიშნულია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.