მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესსექტორთან შეხვედრა გაიმართა.
ერთ-ერთი კომპანია, რომელიც დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა RMG ჯგუფია, რომელიც იმ სივრცეში ოპერირებს, სადაც ამ დროისთვის მკაცრი საკარანტინე წესები მოქმედებს. კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ გადწყვეტილების შემდეგ, RMG ჯგუფმა ფუნქციონირება თითქმის შეწყვიტა.
"შეხვედრის მთავარი თემა იყო ის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ის ეკონომიკური დინამიკა და რაც შეიძლება თვეებზე გადავანაწილოთ ის კრიზისი, რომელიც შეექმნა ყველა ჩვენგანს, - ამის შესახებ RMG ჯგუფის კორპორატიულმა დირექტორმა კახა მჭედლიშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, კომპანია RMG ოპერირებს სამ მუნიციპალიტეტში - დმანისში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში. შესაბამისად, საზღვრის ჩაკეტვის გამო, თანამშრომლებს კომპანიაში შესვლის საშუალება აღარ ეძლევათ. კახა მჭედლიშვილის განცხადებით, ასევე, კომპანია ითხოვს, რომ მოხდეს ლოგისტიკური კორიდორის მოწყობა, რათა კომპანიაში მივიდეს პროდუქცია და შესაძლებელი გახდეს წარმოების გაგრძელება.
"გუშინ გამოცხადებული საკარანტინო მდგომარეობის გამო, ჩვენი კომპანია ფაქტობრივად გაჩერებულია, თუმცა პრემიერმა ხაზი გაუსვა ჩვენი კომპანიის მნიშვნელობას ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის და დაგვპირდა, რომ უახლოეს ნახევარ საათში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩვენს მენეჯმენტთან ერთად ჩამოყალიბდება იმ ძირითადი პირობებზე, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, კომპანია გააგრძელებს ოპერირებას უახლოეს საათებში.
ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრობლემური საკითხები, მოგეხსენებათ, ჩვენ ვოპერირებთ სამ მუნიციპალიტეტში - დმანისში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში, შესაბამისად, საზღვროს ჩაკეტვა ჩვენს თანამშრომლებს აღარ აძლევს საშუალებას, ჩვენს კომპანიაში რაიმე ფორმით მოხვდნენ. ასევე, გვაქვს მნიშვნელოვანი საკითხი, რომ მოხდეს ლოგისტიკური კორიდორის მოწყობა, რათა კომპანიაში მოვიდეს პროდუქცია, რათა შევძლოთ წარმოების გაგრძელება," - განაცხადა კახა მჭედლიშვილმა.