18 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
ფქვილის ფასი გაკონტროლდება - სოფლის მეურნეობის მინისტრი "ჯეომილის" წისქვილ-კომბინატში იმყოფებოდა

საქართველოს წისქვილ-კომბინატებში ფქვილის წარმოება შეუფერხებლად მიმდინარეობს, ხელისუფლების განცხადებით, გრძელდება ფასის მონიტორინგიც. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია "ჯეომილის" წისქვილ-კომბინატში იმყოფებოდა და არსებულ მარაგებზე ინფორმაციას ადგილზე გაეცნო. წისქვილ-კომბინატი დღეში 500 ტონა პროდუქციას აწარმოებს, რეალიზაცია, სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება. საწარმოში ერთდროულად 35 000 ტონა ხორბლის შენახვაა შესაძლებელი. ხორბლისა და ფქვილის კონტროლი ევროპული დანადგარებით აღჭურვილ ლაბორატორიაში ხდება.

"ჩვენ გავაკონტროლებთ და ყოველდღიურ რეჟიმში ვაწარმოებთ მონიტორინგს ყველა მსხვილი წისქვილ-კომბინატიდან ფქვილის გამოშვების, ვიცით ყოველდღიური წარმოების რაოდენობები და ასევე ფასების მონიტორინგიც ხდება. ეს არის მათ შორის პირობა, რომ მათ ფქვილის ფასები შეინარჩუნონ. საბითუმო მყიდველებისთვის და მსხვილი პურის ქარხნებისთვის ფქვილის ფასი იქნება გაკონტროლებული," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები