კორონავირუსი ამერიკის შეერთებულ შტატებში კიდევ ერთ ქართველ სასულიერო პირს დაუდასტურდა. ინფორმაციას ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა ავრცელებს.
"კოვიდ-19" ნიუ-იორკში მოღვაწე მამა სპირიდონ ნარსიას გამოუვლინდა. მეუფე საბას განცხადებით, ტესტი თავადაც ჩაიტარა და უარყოფითი პასუხი მიიღო.
ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში ვირუსი რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთ ქართველ სასულიერო პირს დაუდასტურდა. ეპარქია კორონავირუსის პრევენციის მიზნით ერთ კვირაზე მეტია ღვთისმსახურებას მრევლის გარეშე ატარებს.
"მეორე სასულიერო პირი არის დაინფიცირებული ჩვენს ეპარქიაში. ნიუ-იორკში მამა სპირიდონ ნარსიას აღმოაჩნდა კორონავირუსი. არ ვიცით საიდან დაინფიცირდა. მინდა გითხრათ, რომ წინა შაბათ-კვირას მას მსახურება არ ჩაუტარებია და სახლის პირობებში გადის მკურნალობას," - განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მეუფე საბამ.