თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ეზუგბაიას თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ 19-ისგან განკურნებულთა რიცხვი 29-ს შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით კი მათი რიცხვი 36-ია.
"გამოჯანმრთელებული პაციენტების სიას შეემატა კიდევ სამი პაციენტი, ჩვენს ცენტრს ჰყავს 29 გამოჯანმრთელებული პაციენტი. გაეწერებიან ალბათ დღეს. უკვე პასუხი მიღებულია, შეჯერებულია მათი კლინიკური მოჯაცემები პისიარის ტესტის პასუხთან და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, თანდათანობით დატოვებენ ცენტრს", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.