18 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია სავარაუდოდ თანამდებობას დატოვებს

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, წასვლის მიზეზი შიდა დაპირისპირებაა. მას ამ დრომდე წასვლის შესახებ განცხადება არ დაუწერია.

ჭიღვარიას წასვლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს იმერეთის ვიცე-გუბერნატორი.

ოპოზიციის თქმით, კი ჭიღვარიას თანამდებობა კლანებს შორის დაპირისპირებას ეწირება, მისი გაშვება აქამდეც უნდოდათ და დაელოდნენ დროს, როდესაც არჩევნების ჩანიშვნა არ დასჭირდებათ.

ჭიღვარიას გადადგომის შემთხვევაში  მერის მოვალეობას ვიცე-მერი შეასრულებს.

გიორგი ჭიღვარია თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს. 

დღის ამბები