18 მაისი 2024,   17:55
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით მილიონნახევარზე მეტი ინფიცირებულია - კლების ტენდენცია შეინიშნება ჩინეთში

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა მილიონნახევარს გადააჭარბა. ინფექციას საერთო ჯამში 88 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ნახევარ მილიონს უახლოვდება ინფიცირების მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში. პარალელურად დონალდ ტრამპი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კრიტიკას განაგრძობს.

ბოლო 24-საათში გარდაცვალების 900-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში. "კოვიდ-19"-ით ინფიცირებული პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ის კვლავ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.

დღე-ღამეში გარდაცვალების 542 და ინფიცირების 3,800-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა იტალიაში.

ლეტალობის 700-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ესპანეთში, საფრანგეთში კი, ეს მაჩვენებელი 541-ია. საკარანტინო პერიოდის გახანგრძლივება იგეგმება ბრიტანეთსა და საფრანგეთში. შეზღუდვები გაგრძელდება ათონის მთაზეც, სადაც სააღდგომო ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება. კლების ტენდენცია ფიქსირდება ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, ბოლო მონაცემებით, თურქეთში გარდაცვლილთა რიცხვი 812-ს, რუსეთში 63-ს, სომხეთში 9-ს, აზერბაიჯანში კი 8-ს შეადგენს.

დღის ამბები