18 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
მკურნალობის კურსი ჰოსპიტალში ან საკუთარ სახლში - როგორ უნდა მიიღოს მედპერსონალმა გადაწყვეტილება

ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევების სახლში და საკარანტინო ზონებში მკურნალობის პროტოკოლი შეიმუშავა. დოკუმენტის მიხედვით, ინფიცირებული მსუბუქი პაციენტების მართვა პირველადი ჯანდაცვის რგოლს, ოჯახის ექიმებს და თავად პაციენტებს დაეკისრათ.

გარდა ამისა, დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი რეკომენდაციები ექიმებისთვისაც.

"თუ შემოყვანილი პაციენტის მდგომარეობა ძალიან მძიმე არ არის, პირველი კონტაქტი უნდა შედგეს ტელეფონით. თუმცა, ვიტყოდი რომ ჰოსპიტლები სერვისის გასაწევად მზად არიან, მაგრამ ჯერჯერობით ამის საჭიროება არ არის. ის განსაკუთრებულ როლს შეიძენს, როდესაც გვეყოლება პაციენტების ძალიან დიდი ნაკადი. ძალიან კარგია, რომ ამ პროექტის განხორციელება დაიწყო ადრე, სანამ დატვირთვა დიდი არ არის,"- განაცხადა კრიტიკული მედიცინის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კალოიანმა. 

საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის ოჯახის ექიმის განმარტებით კი, სანამ პაციენტის კლინიკაში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მანამდე შესწავლილი იქნება მისი საცხოვრებელი პირობები. კონკრეტულად, ყურადღება მიექცევა განცალკევებულ ოთახსა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, რომლის მეშვეობითაც იზოლირებულს შეეძლება დაიცვას ირგვლივ მყოფები და საკუთარი თავი. 

"შევისწავლით პირობებს, აქვს თუ არა, საშუალება ჰქონდეს ცალკე ოთახი, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. 

პაციენტებს ვუნიშნავთ სავალდებულო რეკომენდაციებს მკურნალობის თვალსაზრისით და თუ მსუბუქი ფორმები იკვეთება, მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა. ამ შემთხვევაში იქ სპეციფიური მედიკამენტები არ არის ჩართული, "- აღნიშნა საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის ოჯახის ექიმმა, ვაჟა კობერიძემ.

დღის ამბები