18 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
იმუნიტეტის და ფსიქიკის დასაცავად პირადი ჰიგიენასთან ერთად აუცილებელია ინფორმაციული ჰიგიენის დაცვაც - ფსიქოლოგის რჩევები

რა კვალს დატოვებს კორონავირუსის გამო შეცვლილი რეალობა და სტრესი რომელსაც ადამიანი ამ ცვლილებების გამო განიცდის -.ამის შესახებ ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ დღის კურიერში ისაუბრა. ფსიქოლოგის თქმით, აუცილებელია ინფორმაციული ჰიგიენის დაცვა რათა მუდმივი სტრესის გამო ადამიანის იმუნიტეტი არ დასუსტდეს და არ გახდეს დაავადების მიმართ უფრო მოწყვლადი.

"ფსიქიკისათვის დამაზიანებელია ინფორმაცია, რომელსაც გამოყავს ფსიქიკა წონასწორობიდან. ან ინფორმაციის ჭარბი მიღება აზიანებს ფსიქიკას, იწვევს სტრესს, შფოთვას და ეს არანაკლებ ცუდია ჯანმრთელობისათვის, მუდმივად სტრესული მდგომარეობა აქვეითებს იმუნიტეტს და ადამიანი უფრო მოწყვლადი ხდება დაავადებების მიმართ.

გარკვეული ტიპის რეკომენდაციები და წესებია როგორ დავიცვათ თავი ვირუსისგან, ასევე არსებობს, როგორ დავიცვათ ფსიქიკა ნეგატიური ზეგავლენისგან. თუ ლაპარაკია ჰიგიენაზე, ასევე უნდა ვილაპარაკოთ ინფორმაციულ ჰიგიენაზე ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ადამიანმა ამ სიტუაციაში რაშიც ახლაა უფრო ნორმალურად დაიცვას თავი," - განაცხადა ზურაბ მხეიძემ.

ფსიქოლოგმა ასევე ისაუბრა თვითიზოლაციის პირობებში, ჩაკეტილ სივრცეში ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობის დაძაბვაზეც. ზურაბ მხეიძის თქმით, ამ პირობებშიც გარკვეული დამოუკიდებლობის შენარჩუნება აუცილებელია. ამასთან ადამიანის ფსიქოლოგიური კმაყოფილებისთვის აუცილებელია ყოველი დღის დაგეგმვა და ფანტაზიის მოშველიება, რათა ერთფეროვანი დღეები უფრო საინტერესო გახდეს.

დღის ამბები