ლარნაკა-თბილისის რეისით სამშობლოში 131 ადამიანი ჩამოფრინდა. ყველა მათგანი 14-დღიან სავალდებულო საკარანტინო პერიოდს გაივლის
"ბორტზე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები, ფეხმძიმეები და მცირეწლოვნები იმყოფებოდნენ. ყველა მათგანი 14-დღიან საკარანტინო პერიოდს გაივლის," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა.