ვატიკანში ცარიელია წმინდა პეტრეს ტაძარი, სადაც რომის პაპმა საღმრთო ლიტურგია ცარიელ დარბაზში აღავლინა. პაპი ფრანცისკესთვის, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, უკვე ტრადიციად იქცა ვირუსის მსხვერპლთა ლოცვებში მოხსენიება.
წმინდა კვირის საღმრთო ლიტურგიები ვატიკანში მორწმუნეთა გარეშე ჩაივლის, პაპის ღვთისმსახურების ხილვა მრევლს ინტერნეტითა და ტელევიზიით შეეძლება.
"არ შემიძლია წითელი პარასკევს მრევლთან ერთად აღვავლინო ლოცვა ღვთის სადიდებლად, ტაძარში შეზღუდულია ღვთისმსახურთა რაოდენობაც, ბოლო მონაცემებით მხოლოდ იტალიაში 60 გარდაცვლილი გვყავს და უამრავი ინფიცირებული. ექიმები, სასულიერო პირები, მორწმუნეები, ყველანი ერთად ვიბრძვით ინფიცირებულთა კეთილდღეობისთვის, ვისაც როგორ შეგვიძლია,“ -განაცხადა რომის პაპმა.