18 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 6 წლის ბავშვზე გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებული 58 წლის კაცი გაათავისუფლეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში  6 წლის ბავშვზე  გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებული 58 წლის კაცი გაათავისუფლეს. ის არასრულწლოვანის პაპის ძმაა, რომელიც პოლიციამ გაუპატიურების მცდელობის გამო დააკავა, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

თუმცა, იმის გამო, რომ  9 თვის ვადაში განაჩენი არ დადგა  და  პროცესი პანდემიის გამო გახანგრძლივდა, 58 წლის კაცი გაათავისუფლეს. სასამართლო სხდომები ახლა დისტანციურად მიმდინარეობს. 

გარყვნილი ქმედების გამო დაკავებული კაცის გათავისუფლებას აპროტესტებს ბავშვის ოჯახი. ამბობენ, რომ არსებობს უამრავი  მტკიცებულება, რომელიც არასრულწლოვანზე ნათესავის მიერ გაუპატიურების მცდელობა იკვეთება, ამიტომ ისინი დამნაშავის დასჯას კანონის სრული სიმკაცრის წინაშე ითხოვენ. 

დღის ამბები