პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა პაციენტების ზოგადი მდგომარეობის შესახებ საზოგადოება ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, კლინიკაში ამ დროის მონაცემებით, არც ერთი ახალი შემთხვევა არ დამატებულა.
"ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 60 პაციენტი, 55 გვყავს COVID-19-ით ინფიცირებული. რეანიმაციაშია 8 პაციენტი, სამი პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში დამძიმდა, გამოიხატა მწვავე ფილტვის სურათი და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ინტენსიური თერაპიიდან გადაყვანილი იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. დანარჩენი სამი პაციენტი, იცით, რომ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა, მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე მძიმეა, მაგრამ ვიტალური ფუნქციის შენარჩუნებით. რაც შეეხება მოზარდებს, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, გართულებების გარეშე. დანარჩენი პაციენტები, რომლებიც არიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მათი მდგომაროება ამ ეტაპამდე სტაბილურია,“ - განაცხადა ლევან რატიანმა.
ლევან რატიანის თქმით, უახლოეს საათებში ორ ადამიან კლინიკიდან გაწერენ.
"ველოდებით საგანგებოს და უახლოეს საათებში ქალბატონი და ბატონი დატოვებს კლინიკას. რაც შეეხება ორსულების მდგომარეობას, დინამიკაში უცვლელია,“ - განაცხადა ლევან რატიანმა.