პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს საქართველოში დამზადებული პირბადეები გადასცა.
"ნაწარმოებია საქართველოში, ძალიან მაგარი პირბადეებია. გამოვიყენეთ, რადგან დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გასცა რეკომენდაცია და თქვენც გირჩევთ, გამოიყენოთ ეს პირბადეები," – განაცხადა ლევან რატიანმა.
საქართველოში წარმოებული სამედიცინო პირბადეები უკვე ორი დღეა სააფთიაქო ქსელებში იყიდება.