საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე -Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროის მონაცემებით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჯამში 56-ია. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 233-ს შეადგენს. გარდაცვლილი კი კვლავ 3 რჩება.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში 4856, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 370 ადამიანია.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ამ ეტაპზე 3-ს შეადგენს.