18 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
ჭავჭავაძის გამზირი სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდა

სადეზინფექციო საშუალებებით ჭავჭავაძის გამზირი დამუშავდა. სადეზინფექციო სამუშაოებს შპს "თბილსერვის ჯგუფი" და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავ-შემკრებ კონტეინერებს.

"ათივე რაიონში სხვადახვა ქუჩაზე განხორციელდება ანალოგიური სამუშაოები. ეს არის პრევენციული ღონისძიებები კორნავირუსის ბრძოლის თვალსაზრისით. მხოლოდ ეს არ არის ამ ბრძოლაში გადამწყვეტი, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია,"- აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე. 

დღის ამბები