COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების განხილვის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით გაიმართა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რასაც ყოველდღიურ პრაქტიკაში აწყდებიან შეცვლილი ვითარებიდან გამომდინარე. სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს დასახელებულ გამოწვევებზე მუშაობას.
"ჩატარდა სამუშაო შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებებთან დაკავშირებით, სადაც განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც COVID-19-ის შედეგად გვაქვს და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებეთან დავგეგმეთ ის ნაბიჯები, რომლითაც ამ გამოწვევებს გავუმკლავდებით," - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ლელა აქიაშვილი.