18 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
ბოჭორიშვილის კლინიკაში 2 პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან

ბოჭოროშვილის კლინიკაში მოთავსებული ორი პაციენტის ანალიზის პასუხები უნდა გახდეს დღეს ცნობილი. ექიმ-ინფექციონისტის თამარ სოკოლოვას თქმით, საავადმყოფოში ამ დრომდე დაკვირვების ქვეშ რჩება 43 ადამიანი.

მისივე განმარტებით, კორონავირუსი 16-ს დადასტურებული აქვს, მათ შორის 7 არასრულწლოვანია.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ ერთის მდგომარეობას მიიჩნევენ მედიკოსები შედარებით საყურადღებოდ.

 

დღის ამბები