ორი ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი დაშავდა ავტოავარიის შედეგად თბილისში. გლდანი-მუხიანის გზაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლის მდგომარეობა მძიმეა.
დაზარალებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა ღუდუშაურის კლინიკასა და ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს.
ადგილზე პოლიციასა და მედიკოსებთან ერთად მობილიზებული იყვნენ მაშველებიც.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა.