რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული 19 პირის ანალიზის პასუხები "კოვიდ-19"-ზე უარყოფითია.
რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა თავართქილაძის თქმით, საავადმყოფოში ამჟამად 57 პირს აკვირდებიან. მათ შორის 3 კორონავირუსით ინფიცირებულია. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.