18 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
The Guardian კორონავირუსთან საქართველოს წარმატებით ბრძოლის შესახებ წერს

The Guardian კორონავირუსთან საქართველოს წარმატებით ბრძოლის შესახებ წერს.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს 3.7 მილიონი მოსახლიდან კორონავირუსით გარდაცვალების მხოლოდ სამი ფაქტი ფიქსირდება და სამივე 86 წლამდე ასაკის პაციენტია, რომლებსაც თანმდევი დაავადებები ჰქონდათ.

"ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყანამ სწრაფად აამოქმედა შეზღუდვები მიმოსვლაზე, მათ შორის იანვრიდან ფრენები აიკრძალა ჩინეთიდან, მარტში კი დახურა ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები მიუხედავად ინფიცირების მცირე შემთხვევებისა," - ნათქვამია "გარდიანის" სტატიაში.

დღის ამბები