18 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
ანდრეა ბოჩელის სიმღერა მილანის ცარიელ ტაძარში და კარუზო პარიზის დაცლილ ქუჩებში - მსოფლიო ვარსკვლავები საზოგადოებას სიმღერით ამხნევებენ

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუსიკოსები და მომღერლები კორონავირუსის კრიზისის ფონზე საზოგადოების გამხნევებას ცდილობენ და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

მსოფლიოს უდიდესმა ტენორმა, ანდრეა ბოჩელიმ 12 აპრილს მილანის საკათედრო ტაძარში მარტომ იმღერა.

როგორც თავად მიმართვაში აღნიშნა, ეს არ იყო მხოლოდ სიმღერა ეს იყო ლოცვა. ტენორს აკომპანიმენტს პიანისტი ემანუელე ვიანელი უწევდა, რომელიც მსოფლიოში ერთერთ უდიდეს არღანზე უკრავდა. 

პარიზის ცარიელ ქუჩებში კარუზოს ხმა გაისმა. იზოლაციაში მყოფმა იტალიელმა ოპერის მომღერალმა ამ ფორმით სცადა ადამიანების გამხნევება. მან მუსიკით გამოხატა საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა.

ამასობაში, რობი უილიამსი საკუთარი თაყვანისმცემლებისთვის ონლაინ კონცერტებს მართავს.

9 წლის სლოვაკი გენიოსი ბასისიტი არონ ჰოდეკი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს. ის საკუთარ ინსტაგრამ გამომწერებს მიმართავს, მოუსმინონ მუსიკას და დარჩნენ სახლში.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები