18 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
თბილისის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 10 ახალი პაციენტი მიიღო

თბილისის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული ათი ახალი პაციენტი მიიღო.

კლინიკაში ამ დროისთვის, 29 კოვიდ ინფიცირებული მკურნალობს. მათ შორის- 2 ექიმია. 

"ჩვენ 2 პაციენტი დაგვემატა, თუმცა გუშინ შემოყვანილი პაციენტებიდან კიდევ 8 პაციენტს დაუდასტურდა კორონავირუსი. ჩვენთან პაციენტების რიცხვი თანდათანობით მატულობს. 

დაინფიცირებულებს შორის 2 მედიკოსია. რაც შეეხება ჩვენს დანარჩენ პერსონალს, ყველა დანარჩენის პასუხი ნეგატიური მოვიდა,"- აღნიშნა ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა - რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ლევან გოფოძემ. 

დღის ამბები